Wednesday, July 16, 2014

რეფლექსია
 ძალიან კარგი შეხვედრა იყო, საინტერესო და მნიშვნელოვანი შესაძლებლობებისა  პრეზენტაციის დღე, ვაფასებდით  ერთმანეთს, ვუზიარებდით ჩვენს  შეხედულებებს, მეცხრე დღე იყო განსაკუთრებული თავისი მიდგომით, ბევრ ჩვენთაგანს გაგვიჩნდა სურვილი ურთიერთთანამშრომლობისა, მიუხედავად იმისა, რომ ვართ სხვადასხვა სკოლის პედაგოგები, ძალიან კარგი იყო ურთიერთკავშირის პოვნა სხვადასხვა საგნის თემატიკის მხრივ, აღმოვაჩინეთ ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ტრენინგამდე და ტრენინგის შემდეგ, ვისწავლეთ თვითშეფასება ობიექტურად, აღმოვაჩინეთ ის, რომ  ყველაფერს უფრო ადვილი თვალით შევხედავთ, ვიდრე ამას ტრენინგამდე ვუყურებდით, ძალიან კრგი რესურსი ვართ ჩვენ ერთმანეთის, ბოლოს ვისაუბრეთ იმ სუსტ მხარეზე, რაც შეეხება  ტრენინგის დროის ხანგრძლივობასა და სწორად სერჩეულ დროს ტრენინგისათვის, სხვა დანარჩენი ჩვენთვის იყო ძალიან პროდუქტიული და ბევრის მომცველი, რაც აუცილებელია  მასწავლებელთა თვითგანვითარებისათვის, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს თუ გავითვალისწინებთ.






Thursday, July 10, 2014

რეფლექსია მერვე დღე
პორტფოლიოების ბლოგზე ატვირთვა, შეფასებებზე მუშაობა გავიგე როგორ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეს, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები გაკვეთილზე, მაგრად დავიღალე და ვცდილობ შეძენილი ცოდნით დავიმშვიდო გონება.
რეფლექსია                            
                                               დღე მეშვიდე
     მნიშვნელოვანი იყო რესურსები, რუბრიკები, პორტფოლიოზე მუშაობა და ინფორმაციის ატვირთვა ბლოგზე, და ა.შ. საინტერესო იყო ყველა ნაბიჯი დღევანდელი დღისა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მრავალმხრივი ინტელექტის გახსენებაც.

Monday, July 7, 2014

რეფლექსია შეფასება სლაიდებზე მუშაობა, შევძლოთ ონლაინში რესურსების მოძიება და ადაპტირება, იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, მაგრამ ძალიან ბევრი უნდა იმუშაო რომ კარგად დახვეწო რაც ისწავლე, ვისწავლეთ კონკრეტული კითხვების დასმა, მოსწავლეთა ნაშრომების შეფასება, გვაქვს საშინაო დავალებები, მაგრამ ამდენი ამ ცხელ ზაფხულში ძნელია, მასწავლებელი როდის ისვენებს მაინტერესებს, მაგრამ სწავლაც რომ მინდა?

Friday, July 4, 2014

რეფლექსია 4 ივლისი ზღვა სამუშაო და საფიქრალი, საინტერესო და შინაარსიანი დღე, სურვილი მაქვს კიდევ ერთხელ გავიარო ეს გაკვეთილები. არა უშავს მერთულა მაგრამ უნდა იმუშაო რომ ოსტატურად აკეთო ეს ყველაფერი, ძალიან ბევრი ვისწავლე და მიხარია, მაგრამ დრო რომელიც არის ამისათვის დათმობილი, მგონი ცოტაა, დიდი სიამოვნებით გამეორებისათვის მომავალშიც გავივლი ამ ტრენინგებს, მიყვარს როცა გვანცა მასწავლებელი მასწავლის, ამ ყველაფრის ავტორი და კარგი მასწავლებელი.





Tuesday, July 1, 2014

რეფლექსია.






ძალიან სინაარსიანი დღე იყო და არა უშავს შრომატევადიც, ასე მასწავლებლები9ს დაძაბვა გამოცდებთან ერთად დამღლელია, მაგრამ პროექტული სწავლება რომ მნიშვნელოვანია ამას კარგად მივხვდით. შეფასება პედაგოგებისათვის კარგად გასაანალიზებელი და დასაფიქრებელია.